თეგებით ძიება
14. 07. 2021 COVID - 19

"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო

„საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა