988 თბილისი, 122 კახეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 559 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 663-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.46%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 988
⭕ აჭარა - 107
⭕ იმერეთი - 121
⭕ ქვემო ქართლი - 95
⭕ შიდა ქართლი - 55
⭕ გურია - 15
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 71
⭕ კახეთი - 122
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 35
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 25
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491 საიდანაც: 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 297, აჭარაში - 183, იმერეთში - 419.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 721 პირი, მათ შორის, თბილისში - 380, აჭარაში - 38, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 10.
952 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 242- აჭარაში. 9 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.