თეგებით ძიება
14. 07. 2021 COVID - 19

34 წლის ავსტრალიელი სხვადასხვა კოვიდვაქცინით ოთხჯერ აიცრა

ავსტრალიაში ახალგაზრდა კაცი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ოთხჯერ აიცრა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის ტომ ლი სიდნეიში ცხოვრებს. პირველად ის 31 მარტს, AstraZeneca-თი აიცრა. შემდეგ ამავე ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. მერე კი ორჯერ Pfizer-ით აიცრა. ვაქცინის ბოლო დოზა მან ორშაბათს, სიდნეის ოლიმპიურ პარკში გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-ი ავსტრალიაში მხოლოდ 40 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, AstraZeneca-ზე წვდომა კი ყველას აქვს. ლიმ განმარტა, რომ Pfizer-ით ასაცრელად წინასწარ არ დარეგისტრირებულა, უბრალოდ ვაქცინაციის ცენტრებში მიდიოდა და ცოცხალ რიგში დგებოდა. მისივე განმარტებით, ექიმებმა მას აცრაზე უარი არ უთხრეს, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაციის ბარათში წინა აცრების შესახებ ინფორმაცია არსებობდა.

„მედიკოსები ვაქცინაციის მსურველებს უარს არ ეტყვიან. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ არიან დაინტერესებულები ფედერალური მთავრობისთვის ვაქცინის პოლიციის როლი შეასრულონ“, - ამბობს ლი.

სოციალურ ქსელში თავისი ვაქცინაციის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოს მან შემდეგ წარწერა დაურთო:„შესაძლოა ეს პანდემიის დროს შექმნილი ხელოვნების უდიდესი ნიმუში იყოს. თავისუფალი ადამიანის ბიუროკრატიაზე გამარჯვება“.

ახლა ლი სისხლის სრული ანალიზის ჩატარებას აპირებს, რათა გაიგოს, რა შედეგი მოჰყვა მის გადაწყვეტილებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა