თეგებით ძიება
14. 07. 2021 COVID - 19

„რეგულაციების გამკაცრება იგეგმება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.

მისი თქმით, გამკაცრებული ზედამხედველობა იქნება იმაზე, თუ როგორ იცავს საზოგადოება რეგულაციებს.

„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა, გამკაცრება იგეგმება, ის რომ მეტი ზედამხედველობა იქნება: პირბადის ტარებაზე, ასევე, დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, ასევე, კონგრესებსა და კონფერენციებზე და ა.შ.

როგორც გითხარით, ჩვენი ინიციატივა არის, რომ ამ კონფერენციებზე და კონგრესებზე მხოლოდ და მხოლოდ დაშვებული იყოს ორჯერ აცრილი პირები ან ტესტირება ჩატარებული ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა