რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები "ფაიზერის" ვაქცინაზე? - ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო "ვაიზერის" ვაქცინაზე რეგისტრაციის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ბოდიშს უხდის:
"ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში IT სამსახურის დამატებითი ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.