თეგებით ძიება
14. 07. 2021 COVID - 19

"მეორე დოზად უნდა გაიკეთოთ თანამოსახელე ვაქცინა..." - ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინების არევაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინების არევასთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს პასუხს სოციალურ ქსელში სცემს:

"ბერვი კითხვა მომდის პირადში თუ საჯაროდ იმასთან დაკავშირებით შესაძებელია თუ არა სინოფარმი/სინოვაკი ან ასტრაზენეკას ერთი დოზის შემდეგ გააქმონ რეგისტრაცია და მეორე დოზად ფაიზერი გაიკეთონ?

პასუხი: მსგავსი წესი და რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს, შესაბამისად ამის ტექნიკურად განხორციელება შეუძლებელია. თეორიულად ამის შანსი არსებობს, მაგრამ ვაქცინების ამ ტიპით შერევის მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად მეორე დოზად უნდა გაიკეთოთ თანამოსახელე ვაქცინა.
დარეგისტრირდი (თუ ამუშავდა საიტი )", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა