თეგებით ძიება
15. 07. 2021 COVID - 19

"გახდება თუ არა აცრა სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის" – თამარ გაბუნიას განმარტება

“ჩემი პირადი აზრია, ადამიანის უფლება, არჩევანი გააკეთოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფუნდამენტური უფლებაა და ჩვენ ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივცეთ”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის დილის“ ეთერში კითხვას, ხომ არ იგეგმება სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაცია.

„არის ბევრი ქვეყანა, რომელმაც ეს საკითხი დააყენა. საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა და ჩვენთან ეს რესურსი ჯერ ამოწურული არ არის, ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ ეს პროცესი. არ იყო ვაქცინის არჩევანი, არ იყო ვაქცინები საკმარისი.

უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში აგვისტოს ბოლომდე. შემდეგ შეიძლება აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა