თეგებით ძიება

ფოთში ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი მეტადონის გაყიდვის გამო დააკავეს

ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.

14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაგზავნა ან გასაღებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა