ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 228 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 7 228-მა ადამიანმა გაიკეთა.
15 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 324 802 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 123 848 ადამიანი.