თეგებით ძიება
15. 07. 2021 COVID - 19

პირველად ხდება პანდემიის ისტორიაში, როდესაც ბავშვების საწოლების დამატება გვიწევს - თამარ გაბუნია

საქართველოში კოვიდინფიცირებული ბავშვების რაოდენობა იზრდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პანდემიის ისტორიის განმავლობაში, პირველად გახდა საჭირო საბავშვო კლინიკების დამატება, რადგან ადგილები საკმარისი არ არის.

"დაემატა დამატებით საბავშვო კლინიკები, რადგან უკვე ადგილი აღარ იყო. პირველად ხდება მთელი პანდემიის ისტორიაში, როდესაც ბავშვების საწოლების დამატება გვიწევს," - განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის "დელტა" შტამი სწორედ მცირეწლოვნებისთვის არის საშიში. ყოველდღიურად, საქართველოში ინფიცირებული პაციენტების 10% არასრულწლოვნებზე მოდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა