თეგებით ძიება
15. 07. 2021 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძე - საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს

საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც აქვს ნასას ან პენტაგონს, - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხებებს.

„საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. რა თქმა უნდა, ამისი პრევენცია მაქსიმალურად უნდა იყოს და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო და აიტი სამსახურები, რომ მომავალში ეს ნაკლებად მოხდეს, მაგრამ მთლიანად დაზღვეული ამისგან ვერ იქნებით. მარტო საქართველოში არ არის ასე, ყველა ქვეყანა ჩივის ამაზე, მაგრამ ჩამოსული „ფაიზერი“ იყო 14 000 ადამიანისთვის და ეს 14 000 სწრაფად დარეგისტრირდა, დანარჩენები ვერა“,- განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა