თეგებით ძიება
15. 07. 2021 COVID - 19

საქართველოში "დელტა" შტამის ცირკულაცია 30%-მდე გაიზარდა

საქართველოში ე.წ. ინდური "დელტა" შტამის ცირკულაცია 30%-ს შეადგენს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ახალი ვარიანტის გამო შეიქმნა პედიატრიულ საწოლებთან დაკავშირებით პრობლემა, რომელიც მოგვარებულია.

"შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც, როგორც ვიცი, გამოსწორდა ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ახლა სწორედ ამ "დელტა" შტამის გავრცელების და პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე მისი ცირკულაცია ასცილდა 20%-ს, სადღაც ჩვენ ვანგარიშობთ 20-დან 30%-ს შორის საერთო ცირკულაციაში დელტა შტამის, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ერჩის ახალგაზრდებს და ბავშვებს. ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო პრობლემები, მაგრამ მე ვიცი სამინისტროსგან, რომ ბავშვთა საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემებიც სწორდება,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა