იგეგმება თუ არა ლოკდაუნი – ამირან გამყრელიძის განმარტება
“ღამის კურიერში” სტუმრობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩაკეტვა არ იგეგმება.
ამირან გამყრელიძეს თქმით, ახლა არსებული რეგულაციების გამკაცრება არის მიზანშეწონილი.
“ლოკდაუნზე მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს,” – განაცხადა გამყრელიძემ.