თეგებით ძიება
16. 07. 2021 COVID - 19

„მე მოვუწოდებ პატარა ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან" - ამირან გამყრელიძე

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს სერიოზული მაჩვენებელია.

ინფიცირების შემთხვევებიდან 40 პროცენტში დელტა შტამი ფიგურირებს. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული შტამი აქამდე არსებულ შტამებთან შედარებით მეტად აზიანებს ბავშვებს.

„მე მოვუწოდებ პატარა ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან. ორივე მშობელი უნდა იყოს აცრილი, რომ ვირუსი არ მიუტანოს ბავშვებს სახლში. განსაკუთრებით პატარებს. დელტა შტამი განსაკუთრებით აგრესიულია და უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა მშობლებს უნდა ეყოთ შეგნება, რომ აიცრან.

„მათრახი და შოლტი ყოველთვის არ მუშაობს, შეგნებაა მთავარი. 1400 შემთხვევა გვაქვს უკვე დღეში ინფიცირების და ეს ძალიან დიდი ციფრია,“ -ამბობს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა