თეგებით ძიება
16. 07. 2021 COVID - 19

"ეს ის ადამიანებია, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“ - თენგიზ ცერცვაძი

შიდსის ცენტრის დირექტორიs, თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, საქართველო ძირითადი კოვიდმაჩვენებლებით ბევრ ქვეყანას სჯობნის. მისივე თქმით, ოპონენტებს აღიზიანებთ რაც კარგი ხდება, ცუდი კი ახარებთ.

"ეს ის ადამიანებია, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“ და თუ ქვეყანაში რაიმე კარგი კეთდება - აღიზიანებთ, ხოლო თუ რაიმე ცუდი ხდება - ახარებთ. რაც შეეხება იმ ექიმების, რომელბსაც თქვენ გულისხმობთ, მიერ ასეულობით და ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს, ღიმილის მომგვრელია. ჩვენ ასეთი არაფერი ვიცით და თუ თქვენ მათ მიერ ერთ გადარჩენილ პაციენტს მაინც მაჩვენებთ, მადლობელი ვიქნები. ჩვენ აგრეთვე შევახსენებდით ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის უცხოეთში მოქმედ ქართველ ექიმებს, რომ თუ ჩვენ ასე ცუდად ვმუშაობთ, როგორ არის, რომ საქართველო ძირითადი COVID მაჩვენებლებით სჯობნის იმ ქვეყნებს, სადაც ისინი საქმიანობენ და მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. მხოლოდ ღიზიანდებიან. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ეს დაპირისპირება ეხება მხოლოდ რამოდენიმე ექიმს და მათ გარდა არის უცხოეთში მოქმედი არაერთი ქართველი ექიმი, რომლებმაც სერიოზული დახმარება გაგვიწიეს COVID-თან ბრძოლაში, მაგ. ბ-ნი დავით მრელაშვილი, რომელიც აქტიურად გვეხმარებოდა ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, რამოდენიმე თვით იყო ჩამოსული საქართველოში, პირადად (და არა ტელეფონით) მონაწილეობდა ბინაზე მყოფი COVID პაციენტების მართვაში. აგრეთვე მატერიალურადაც (აღჭურვილობით) ეხმარებოდა პირველადი ჯანდაცვის რგოლს" - წერს ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა