საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17%-ია
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,17 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,86 პროცენტი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 361 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 34 979 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 711, „პისიარ“ ტესტით – 15 268.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 386 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 363 318 გამოჯანმრთელდა, 5 538 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 345 295 ადამიანი, დღიურად აცრილია 10 492.
კარანტინის რეჟიმშია 53, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 135 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 008 პირი.