თეგებით ძიება
17. 07. 2021 COVID - 19

როგორია მართვით სუნთქვაზე მყოფი 2 ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კლინიკაში განმარტებას აკეთებენ

მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდინფიცირებული ორი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმეა "დელტა" შტამით დაავადებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ამჟამად რეანიმაციაში 18 პაციენტი წევს, რომელთაგან ორი ჩვილია. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით ერთი ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც „დელტა“ შტამი აქვს დადასტურებული, კრიტიკულად მძიმეა. ყველანაირი პარამეტრების მიხედვით ხდება მკურნალობაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება“, – განაცხადა მაია ჩხეიძემ.

მისი თქმით, \'დელტა" შტამის ცირკულირების გამო, ბავშვებში ავადობა მომატებულია. მედიკოსის ინფორმაციით, ციციშვილის სახელობის კლინიკაში სულ 71 ბავშვი მკურნალობს.

„ყოველ დღე თითქმის 10-14 პაციენტი შემოდის. ამ დროისთვის თავისუფალი საწოლები გვაქვს. ჩვენ არც ერთი დღე, რაც ოქტომბრიდან დავიწყეთ კოვიდ მიმღებად მუშაობა, არ გავჩერებულვართ. ზოგადად, ავადობა არის ძალიან მომატებული, რადგანაც ცირკულირებს „დელტა“ შტამი და ძალიან გადამდებია, ამიტომ არის ავადობა მომატებული. რაც უფრო მეტი იქნება ავადობა, მით მეტი მძიმე პაციენტი იქნება და მძიმე მიმდინარეობა როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. ამ მხრივ, ბავშვებიც არ არიან გამონაკლისი, რადგან წლამდე ასაკის ბავშვებში განსკაუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს. კორონა ყველა ორგანოს აზიანებს, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით ფილტვები ზიანდება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა