აჭარაში ტურისტებს "დელტა" შტამი დაუდასტურდათ - ინფიცირებულები კლინიკაში გადაიყვანეს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის "დელტა" შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათი კონტაქტები კი, იზოლაციაში იმყოფებიან.
უწყების ცნობითვე, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 361 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა.