ქალი, რომელიც ბათუმში მე-13 სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
ქალი, რომელიც 16 ივლისს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან გადავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მედიკოსების ინფორმაციით, 51 წლის ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა, რის გამოც რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.