"შარშანდელი შემოდგომა და ზამთარი სანატრელი გაგვიხდება...გენოციდის ტოლფასია, რას ჩავდივართ?!" - თამარ ჟამურაშვილი კოვიდვითარების გართულებას პროგნზირებს
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი საქართველოში კოვიდპანდემიის მოსალოდნელ გართულებებზე სოციალურ ქსელში წერს:
"არშანდელ შეცდომას ვიმეორებთ...
შარშან არ ვიცოდით, ვერ განვსაზღვრეთ, ვერ გავთვალეთ, არ გვეგონა...
წელს? წელს რა არგუმენტი გვაქვს ამ საბედისწერო შეცდომის გასამართლებლად?
შარშანდელი შემოდგომა და ზამთარი სანატრელი გაგვიხდება...
‼️გენოციდის ტოლფასია, რას ჩავდივართ??", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 361 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა.