თეგებით ძიება

გოგო, რომელმაც პოლიციელი დაწყევლა, მოსამართლემ გაამართლა

წყევლა, როგორც სასამართლო დავის საგანი - გოგო, რომელმაც პოლიციელი დაწყევლა, მოსამართლემ გაამართლა. ინფორმაციას ტელეკომპანია "TV25" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ პოლიციელს მიაყენა. სამართალდამცავმა, რომელიც მას პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო აჯარიმებდა, საკუთარი უფლებების დასაცავად მართლმსაჯულებას მიმართა. მერი მამუკაშვილის წყევლა მოსამართლემ გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა, რის გამოც გომელაურის უწყების თანამშრომელი წაგებულ პოზიციაში აღმოჩნდა.

ისეთ ცუდ დღეში ჩავარდით, როგორშიც ჩვენ გვაგდებთ - ამ სიტყვებით დაწყევლა, პოლიციელი, მოქალაქემ, რომელსაც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის აჯარიმებდნენ. ამის გამო, სამართალდამცავმა მერი მამუკაშვილს სასამართლოში უჩივლა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“ გულისხმობს. მოსამართლე როინ კახიძემ, მამუკაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაამართლა.

ფაქტი, 15 მაისს, ბათუმის ბულვარში მოხდა. მერი მამუკაშვილის გაღიზიანება პოლიციელების დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველებს მათ უსაფრთხოებაზე ეზრუნათ, ფიქრი ჯარიმის გამოწერაზე დაიწყეს. ყვება, რომ ადგილზე 40 წუთი დააყოვნეს, ამ დროის მონაკვეთში კი შელაპარაკების ნიადაგზე, მამუკაშვილმა, პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ ფაქტი გამოხატვის თაგვისუფლებით შეაფასა, რის გამოც მამუკაშვილი გაამართლეს.

მოქალაქე ამბობს, რომ საკუთარ უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა, მოსამართლისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდა.

მერი მამუკაშვილი „გირჩის“ მხარდამჭერია და მას სასამართლო პროცესზე პარტიის იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა. ადვოკატის თქმით, თუკი მერის მოსამართლე სამართალდარღვევას დაუდგენდა, მას 2- ან 3 ათასამდე ლარით დააჯარიმებდნენ. ეს მუხლი ითვალისწინებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. უფლებადამცველი შედეგით კმაყოფილია.

ქვეყანაში, კოვიდპანდემიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში, რეგულაციები მოქმედებდა. აკრძალული იყო ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებაც. ამ ხსნის განმავლოობაში, სამართალდამცველებმა ათასობით ადამიანი დააჯარიმეს, სანქცია 20 ლარს ითვალისწინებდა. აღნიშნული შეზღუდვა რამდენიმე კვირის წინ მოიხსნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა