თეგებით ძიება

"დრომ ერთმანეთთან უცნაურად დააკავშირა ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალება" - რას წერს კახა ლომაია

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას შვილის, რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალებასთან პარალელს ავლებს.

"დრომ ერთმანეთთან უცნაურად დააკავშირა ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალება. ლექსო დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მხეცურად სცემა რელიგიური ფანატიკოსების ბრბომ. რეჯები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილი იყო, რომელმაც თავისი წიგნებით, ლექციებით და გამოსვლებით ჩვენამდე მოიტანა პირველი რესპუბლიკის სახეები, მისი სუნთქვა, ხმები, ფერები და იმედები. სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ეკლესიის გამიჯვნა სახელმწიფოსგან, ქალთა და უმცირესობათა უფლებები იმ ღირებულებების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლებსაც პირველი რესპუბლიკა ამკვიდრებდა. რეჯებმა თავის ბოლო წიგნს "ჩემი საქართველოები" დაარქვა. მე პატივი მხვდა წილად 2011 წელს ეს წიგნი კოლუმბიის უნივერსიტეტში ავტორთან ერთად წარმედგინა. კარგად მახსოვს რეჯების ანთებული თვალები და ათრთოლებული ხმა, როდესაც ის თავის საქართველოებზე საუბრობდა, პირველ რესპუბლიკაზე, ემიგრანტულ ოცნებებზე და ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტთა თავდადება, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ერთობა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის გონიერება შედეგს გამოიღებს და საქართველოს მრავალფეროვანი მოსახლეობა იცხოვრებს რეჯების ნაოცნებარ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართევლოში. იმ საქართველოში, რომელშიც ასე უნდოდა რომ ეცხოვრა ლექსოს", - წერს ლომაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა