თეგებით ძიება

"რას გავხარ" - არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავეყნებს, სადაც ის მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება:

"ხალხო ეს რა ისტერიკაა "დაბერდი" ხო ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები რატო წერთ ამას თავმომწონედ თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ, თქვენი მიღწევა არაა თუ ვინმეზე გვეან დაიბადეთ ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები, ხო შესაძლოა თქვენი აზრით დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს ვიდრე 10 წლის წინ), მაგრამ ამას ასე ირონიით რატო წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატებაბრატოა? ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს.

ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი...
"წვერი გაიპარსე" "რას გავხარ"
არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?", - წერს სუხიტაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა