მოქალაქეს, რომელიც "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირდა, ვაქცინაციაზე არ უშვებენ
მოქალაქეს, რომელიც "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირდა, ვაქცინაციაზე არ უშვებენ. როგორც მოქალაქეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუმარტეს, ის დარეგისტრირებული არ არის და არც სიაშია.
"დავრეგისტრირდი აცრაზე, ფაიზერზე, მივიღე ჯავშნის კოდი, მოვედი უნდა გამეკეთებინა 10-ის ნახევარზე ჩემი კუთვნილი აცრა. იმის ნაცვლად, რომ აცრა გაეკეთებინათ, მითხრეს, რომ ჩემი ჯავშნის კოდით მე აქ დარეგისტრირებული არ ვარ, არც სიაში არ ვარ. ჯანდაცვის სამინისტროში მეუბნებიან, რომ აქ უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, თუმცა წარმომადგენელი აქ არ არის," - ამბობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრისთვის მისული ერთ-ერთი მოქალაქე.