თეგებით ძიება

"ვერც ყველა გადავრჩებით, ეს მაინც მოხდება! უშველეთ საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს" - რას წერს ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იცით მეგობრებო? რაც მოსახდენია მოხდება, ყველა ვერ გაუძლებს ცდუნებას სამწუხაროდ... ვერც ყველა გადავრჩებით, ამის შესახებ დიიდიიი ხნის წინ დაიწერა ვინც იცის წინასწარმეტყველება ... ვიღაცამ შეიძლება იცის, მაგრამ ვერ აღიქვამს, ასევე არამარტო საკუთარ თავს, საკუთარ შვილებსაც მიიყვანს ბევრი შესაწირად. ეს მაინც მოხდება! როგორც არ უნდა გვინდოდეს ჩვენ ამის თავიდან აცილება ! მაინც ახდება ყველა სიტყვა რაც დაწერილია! და დაწერილია, რომ რჩეულებიც კი ცდუნდებიან ! რომ ძალიან ცოტა და ძალიან ძნელად გადარჩება !
ხოდა რამდენიც არ უნდა მოიყვანოთ მაგალითები, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ. ვიღაცეების გონება დაიკეტა და დაკარგა მიმღებლობა რეალობის.
ამიტომ, სანამ დაგვიჭამია ერთმანეთი, დატოვეთ ყველა თავის რეალობაში, თავის არჩევანთან და თავის თავთან მარტო.
უშველეთ ყველამ საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს.
მეტს უკვე ვერაფერს ვერ შევძლებთ დამიჯერეთ", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა