თეგებით ძიება

"მექანიკური ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, ქვეყანა ფინანსურად და ფსიქოლოგიურად განადგურდა" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიის გამო საქარტველოს მორიგი ჩაკეტვის მექანიკური წინააღმდეგია. ამის შესახებ ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მე, გიორგი ფხაკაძე, ქვეყნის მექანიკური ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც სამჯერ ჩაკეტეს ქვეყანა და ვერაფერი ვისწავლეთ. ქვეყანას კეტავ მაშინ, როცა გაქვს შემდგომი ქმედებების გეგმა. ასე მაღაზიასავით დაკეტვა-გახსნა გამოსავალი არ არის. ქვეყანა ფინანსურად და ფსიქოლოგიურად განადგურდა.

ქვეყანა არ არის მაღაზია, დაკეტო-გააღო. ქვეყანას სჭირდება მართვა. სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია.

ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა, იმიტომ, რომ მე მიყვარს სიმართლე... არ შემიძლია ტყუილი, თვალთმაქცობა... იცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველამ ერთად?! ამ უნიათოების ჯინაზე ქვეყანა არ ჩავაკეტინოთ - გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე.

ნათელია, რომ არა აქვთ გეგმა, სტრატეგია, ხედვა...მერე ეს მერკანტილური მიზნები, კლანები, გეგონება 200 მეფე ეჩხუბება ერთმანეთს. ხალხო, ერთი ბეწო ხალხი ვართ, სულ 3 მილიონი...რა გვაქვს საჩხუბარი... ადამიანებო, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ!

ფაქტია, ძლიერი და ეფექტური ვაქცინები არ ჩამოაქვთ, თქვენ ამას ვერ შეცვლით. ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. მე რაც შემიძლია, ვაკეთებ, იცით. თქვენ გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ - გთხოვთ, მოვინდომოთ, დემონსტრაციულად გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე და არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა", - წერს ფხაკაზე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა