თეგებით ძიება
18. 07. 2021 COVID - 19

"ასე გადავრჩებით. პანდემიის მართვა შესაძლებელია..." - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიასთან მიმართებით საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:

"პანდემიის მართვა შესაძლებელია - გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყველამ - ვაქცინირებულმაც, არავაქცინირებულმაც, კოვიდგადატანილმაც, კოვიდგადაუტანელმაც, ვისაც გჯერათ და ვისაც არ გჯერათ კორონავირუსის არსებობის! ბავშვებიც თამაშით მიაჩვიეთ პირბადეებს. ასე გადავრჩებთ.

ყველაზე საიმედო საშუალება არის სამედიცინო პირბადე, საქართველოში კი ვიღაც-ვიღაცეები „გილიარდს“ ამდიდრებენ და უვარგისი „რემდესივირი“ ჩამოაქვთ... ის თავის დროზე ებოლას საწინააღმდეგოდ გამოიგონეს, არ გამოდგა და ახლა მარკეტინგული ხრიკებით ვითომ კოვიდის წამლად ასაღებენ. მსოფლიოში ამ აფიორით კომპანიამ მილიარდნახევარი იშოვა 2021 წლის პირველ კვარტალში. საქართველოში უვარგისი „რემდესივისრის“ ჩამოტანას ხალხს პირბადეები დაურიგეთ, ჯობს...

ხომ ხედავთ, მთავრობამ მიგაგდოთ. არ ვერევი პოლიტიკაში, არ მაინტერესებს...ვერც ერთი პარტია ვერ გადამიბირებს...შანსი ნულია. არც ერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმაზე, რაზეც საჭიროა. მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ სათქმელს", -წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა