თეგებით ძიება

"აი ეს არის დღევანდელი საქართველოს კონტრასტი. ყოჩაღ ნონა მამულაშვილი, თიკა ბოკუჩავა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, პარლამენტში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი და ვესტმინსტერის მაგისტრის წინაშე დგას ივანიშვილის უწიგნური, ბაბუინების ბრბო - აი ეს არის დღევანდელი საქართველოს კონტრასტი.

ყოჩაღ ნონა მამულაშვილი, თიკა ბოკუჩავა, რომელსაც ასევე (დამთავრებული აქვს ჟენევის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა ბოსტონში)", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად შს მინისტრი მივიდა. სესიის დაწყებამდე ოპოზიციამ და ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს - მათ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლექსო ლაშქარავას გამოსახულებით პლაკატები გაშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობამ ჟურნალისტებისგან სხდომათა დარბაზში გაშლილი პლაკატის ჩამოღება მოითხოვა, რაზეც მედიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს. სწორედ ამ მიზეზით, ჩაიშალა სხდომა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა