თეგებით ძიება

"4 ივლისიდან საკუთარი დედის ცხედართან პანაშვიდებზე ვიჯექი" - თამარ ივერი

სოციალურ ქსელში საოპერო მომღერალი, თამარ ივერი წერს:

"ჯერ ეს ერთიც,რაღაცაზე აღშფოთებები და გაპროტესტებები ადამიანის უშუალოდ სპონტანური ნაბიჯია და არა რაღაც საფეხურეობრივი ვალდებულება რომ ამ თემაზე აღშფოთების დაწერამდე...ჯერ სხვა საკითხზე იყო აღშფოთების დაწერა.

მეორეც ერთი,4ივლისიდან საკუთარი დედის ცხედართან პანაშვიდებზე ვიჯექი,დავკრძალე და ამხელა ტკივილის შემდეგ....არც იმ დროს და არც მერე არანაირი ფეისბუკ აქტივობების სურვილი არ მქონია.

ადამიანებზე ძალადობას და მით უმეტეს ჟურნალისტებზე რომ არანაირი გამართლება არა აქვს და ეს,ვიღაც აჟიტირებული,ანგაჟირებული ჰალკების მხრიდან სამარცხვინო საქციელი იყო,ამაში ორი აზრი არ არის,და აქა იქ ბევრ კომენტარებშიც აღვნიშნე,მაგრამ არც ამ 5ივლისის დარბევის თემით დაუსრულებელი აპელირება და ხალხის შანტაჟი და "თავში კაკუნი" მიმაჩნია გამართლებულად!!!

თურმე,5ივლისის დარბევის თემაზე "ხმა არ ამოვიღე"....და რა უფლება მქონია ეხლა სხვა რაიმეზე აღვშფოთდე.

სირცხვილია სხვა თუ არაფერი!" - წერს თამარ ივერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა