თეგებით ძიება

ტურისტების გამოსაკვებად გამზადებული 2 ტონა, სავარაუდოდ, მკვდარი ცხენის და ვირის ხორცი ამოიღეს

სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 ტონა ცხენის ხორცი ამოიღო.

2 ტონა ცხენის ხორცი აჭარაში სხვადასხვა საკვებ ობიექტში სამეგრელოდან სამარშრუტო ტაქსებით მიჰქონდათ. არადეკლარირებული და კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. ამჯერად მისი ამოღება და განადგურება მოხდა, თუმცა, კერძო ყასბების მიერ მსგავსი კანონდარღვევები სულ უფრო ხშირდება.

არსებობს იმის ეჭვიც, რომ მოვაჭრეებს უკვე მკვდარი ცხოველების ხორციც გააქვთ სარეალიზაციოდ.
არა მხოლოდ ცხენის, ვირის ხორცის შავ ბაზარზე გაყიდვა ქვეყანაში ახალი არ არის.

საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია დასჯადია. კანონის დამრღვევს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა