" თუ ასე განვაგრძეთ, ტურისტული სეზონის ბოლოს შარშანდელი იტალია მოგონება იქნება" - თამარ ჟამურაშვილი
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი საქართველოში გართულებულ კოვიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"2600 ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია პატარა ქვეყნისთვის!
მე-4 ტალღა დაწყებულია. ის, რასაც დღეს ვიმკით, სწორედ იმ ქაოსის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში სუფევს. დღეს არის უკვე კლინიკები თითქმის გადავსებული და თუ ასე განვაგრძეთ, ტურისტული სეზონის ბოლოს შარშანდელი იტალია მოგონება იქნება.
სასწრაფოდ საჭიროა ადეკვატური რეგულაციები.
წითელი ზონიდან ან აიკრძალოს ტურისტების შემოსვლა ან კარანტინი დაუწესდეთ.
კოვიდ-პასპორტების მკაცრ კონტროლთან ერთად PCR-ტესტი აუცილებელია!
დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, ჩაერთოს უფრო მეტი კლინიკა და გამოსწორდეს რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
აუცილოებელია ახალი ვაქცინაციის პროტოკოლი ორსულთა და მეძუთური ქალბატონებისთვის.
აუცილებელია ყველა, ვინც სინოფარმით ან სინონვაკით აიცრა mRNA-ვაქცინით, მესამე დოზისთვის (ბუსტერი) იყოს გათვალისწინებული ყველაზე გვიან სექტემბერში მაინც.
აუცილებელია კლინიკების საწოლების გათავისუფლება მსუბუქი შემთხვევებისგან. კოლეგებო, ნუ გავწერთ პაციენტებს საკუთარი სურვილით, მათ გართულების შემთხვევაში დაფინანსება უუქმდებათ. შევაფასოთ მდგომარეობა და ვინც ჟანგბადს არ საჭიროებს, უკლებლივ ყველა იმართოს ამბულატორიულად.
მთელი წელია კოვიდ-თან ერთად ვცხოვრობთ. მსუბუქი ფორმების ამბულატორიული მართვა წესით პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს!
ეს და ბევრი სხვა დეტალიაა, რომლის გამოსწორებაც თუ სასწრაფოდ არ მოხდა, ძალიან ცუდად გვვექნება მალე საქმე.
არანაირი კრიტიკა!!! მხოლოდ ჩემი თვალით დანახული რეალობა და თხოვნა გამოსწორდეს მდგომარეობა...
‼️ ეს დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია!!!", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.