თეგებით ძიება

\'სამთავრობო ექიმები მოგვიწოდებენ, 5 ადამიანზე მეტი თუ შეიკრიბებით ღია სივრცეში, ნიღაბი გაიკეთეთო. ჩვენ რას მოგვიწოდებ, წადი და მთავრობას მოუწოდე" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საქართველოში კოვოდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"2600 კოვიდინფირებული დღეში და მასობრივი თავშეყრის დროსაც კი პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა მთავრობამ. ვინმე თუ ახსნის, რა მიზანს ემსახურებოდა ეს უგუნური გადაწყვეტილება.

სამთავრობო ექიმები მოგვიწოდებენ, ხუთ ადამიანზე მეტი თუ შეიკრიბებით ღია სივრცეში, ნიღაბი გაიკეთეთო. ჩვენ რას მოგვიწოდებ, წადი და მთავრობას მოუწოდე, მაგრამ ამას როგორ გააკეთებენ. ველოდებით, იტყვიან თუ არა, რომ მთავრობაა დამნაშავე შექმნილ ვითარებაზე. აცრაზე არაფერს ვამბობ", - წერს გოცორიძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და 26 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა