თეგებით ძიება

"საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, რადგან მისი ცხოვრება არარეალიზებული ადამიანის ცხოვრებაა" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"რომ გაუფრთხილდე, სიცოცხლე უნდა გიღირდეს.
ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, რადგან მისი ცხოვრება არარეალიზებული ადამიანის ცხოვრებაა.
არ აქვს ფასი არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს. ესაა უმიზნო სიცოცხლე.
ეს არაა ამ ადამიანების ბრალი.
1991-1994 წლებში ჩვენ ეკონომიკის 70% დავკარგეთ, უფრო მეტი, ვიდრე გერმანიამ მეორე მსოფლიოს ომის დროს. სიღარიბის უფსკრულში აღმოვჩნდით, საიდანაც “ვარდების რევოლუციის” რეფორმებით ამოძრომა დავიწყეთ და მერე უკან ჩავბრუნდით.
ესაა ტრაგიკული რეალობა.
საზოგადოების ამ ნაწილში ყველაზე დიდია
- ინსტიტუტებისადმი უნდობლობა
- უნდობლობა მეცნიერების მიმართ
- ვაქცინაციისადმი უნდობლობა
- განწყობა “ყველაფერი ღმერთის ნებაა”
დღევანდელი მთავრობა სწორებას ამ ადამიანებზე აკეთებს, რადგან ისინი მისი ელექტორატის ბირთვია.
ამის შედეგია ეპიდემიის მართვის ის სტილი, რაც გვაქვს.
შესაბამისად, ამ მთავრობისათვის სიცოცხლეს ფასი არ აქვს.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობა ამის ნათელი მაგალითია", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა