თეგებით ძიება
21. 07. 2021 COVID - 19

"შევდივართ ძალიან საშიშ ტალღაში" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და საფრთხე სერიოზულია.

გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქორწილების, ქელეხების, დიდი დაბადების დღეებისა და სხვა შეკრებებისგან თავი შეიკავოს.

"საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს ის, რაც მასის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამას გააჩერებს ორი რამე: დაცვა წესების, რომ ცოტახანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა,შ. და ავიცრათ ყველა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა