საგანგაშო სტატისტიკა - ბოლო 3 კვირაში, საქართველოში კორონავირუსით 4000-მდე ბავშვი დაინფიცირდა
ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საქრთველოში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.
"საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული.