თეგებით ძიება
21. 07. 2021 COVID - 19

"მელამ კუდი მოწმედ დააყენა!" - რას წერს გიორგი ფხაკაძე Sinopharm-ის ახალ კვლევაზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჩინური წარმოების ვაქცინა "Sinopharm"-ის ახალ კვლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"Sinopharm-ი "დელტა" შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტურია - შრი-ლანკის უნივერსიტეტის კვლევა”
კარგით რა?!
282 ადამიანზე ჩატარებული კვლევა?!
უი, ჩინეთის მთავრობის მიერ გაცემული გრანტით ჩატარებული კვლევაა?!
მელამ კუდი მოწმედ დააყენა!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი ძლიერ ეფექტიანია კორონავირუსის შტამის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შრი-ლანკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაშია საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა