თეგებით ძიება
21. 07. 2021 COVID - 19

ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის ცეცხლი გიზგიზებს...მარტო შოლტი და მათრახი არ მოქმედებს, აქ უნდა მოქმედებდეს თვითშეგნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი გიზგიზებს, 5 და 10 ათასიანი კონცერტების ჩატარება არ შეიძლება.

"ვიცი, ახლა შემომედავებიან, გამაკრიტიკებენ, მაგრამ არ შეიძლება 5 და 10 ათასიანი კონცერტების ჩატარება ამ პერიოდში, როცა ქვეყანაში გიზგიზებს ცეცხლი ეპიდემიის. ამის გაკეთება არ შეიძლება არც ბათუმში, არც სხვაგან. სერიოზული ზრდა გვაქვს აჭარაში, კახეთში, ტურისტულ ადგილებში, ქვემო ქართლის გარკვეულ ნაწილებში და ასევე, თბილისში. ამიტომ, დიდი თავშეყრები, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, გახლავთ ყველაზე დიდი ბუსტერი ინფექციის გავრცელების. ეს უნდა გავითავისოთ. მარტო შოლტი და მათრახი არ მოქმედებს, აქ უნდა მოქმედებდეს თვითშეგნება. არ არის სამხიარულოდ ახლა საქმე, ხალხი იღუპება ყოველდღიურად", - განაცხადა გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა