84 წლის ზესტაფონელმა კაცმა, რომელსაც ფილტვების 95% დაზიანებული ჰქონდა, კორონავირუსი დაამარცხა
ზესტაფონის ერთ-ერთი სოფლის 84 წლის მკვიდრმა, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 95 პროცენტი დაზიანებული, კორონავირუსი დაამარჩხა.
zestafoni.ge-ს ინფორმაციით, „"ლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრი გამოჯანმრთელებულმა მამაკაცმა უკვე დატოვა. ის სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა.
პაციენტი კლინიკაში 24 მაისს, დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
„კლინიკაში შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. კოვიდცენტრის რეანიმაციული განყოფილების გუნდის მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ხანდაზმული პაციენტი სახლში სრულოიად გამოჯანმრთელებული გაეწერა,“- აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“