ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო 1 082 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398081 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370565 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,32%, ბოლო 14 დღის - 5,38%, ბოლო 7 დღის - 6,03%.