ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 286 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 8 286-მა ადამიანმა გაიკეთა.
23 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 391 781 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.