თეგებით ძიება
23. 07. 2021 COVID - 19

გურჯაანში კორონავირუსით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კოვიდ-19- ით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ სტაციონარში მკურნალობდა.

„ახალგაზრდა მამაკაცს წარსულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმები ჰქონდა და რისკჯგუფს ეკუთვნოდა. სტაციონარში იყო გადაყვანილი, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ვიცით, უკვე დაკრძალეს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, პერსონალური ინფორმაციაა“,- განაცხადეს უწყებაში.

22 ივლისს, კოვიდ-19- ით გარდაიცვალა 57 წლის ქალიც, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

სულ რეგიონში, კორონავირუსით უკვე 151 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა