თეგებით ძიება
24. 07. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 43 394 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 104, „პისიარ“ ტესტით – 20 290.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 400 698 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 371 434 გამოჯანმრთელდა, 5 665 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 398 454 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 673.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 963 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 564 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა