საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 15 000 დოზა მიიღო
ლიეტუვას ნაჩუქარი კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" 15 ათასი დოზა ვაქცინა საქართველოშია. ვაქცინა თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.
"უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტვიტერზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ დღეს აშშ-სგანაც მიიღო Pfizer-ის 500 000 დოზა.