თეგებით ძიება
24. 07. 2021 COVID - 19

ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ - ამირან გამყრელიძე

ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აეროპორტში, აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის დახვედრისას განაცხადა.

"მილიონნახევარი კიდევ სხვა ვაქცინაა ქვეყანაში, რომელსაც ასევე, კარგი დამცველობითი უნარი აქვს ყველაზე მძიმე გართულებებისაგან, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, სიკვდილიანობა. ამიტომ, უკვე სამნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი იქნება ქვეყანაში, მომავალი ორი თვის განმავლობაში. ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე - აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს და ყველა თქვენს მეგობარს. ასე რომ, არ გაავრცელებთ ინფექციას".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი 500 000 დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა