თეგებით ძიება

"13 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებულმა სექსუალურად იძალადა...18 წლის ვარ და დღემდე მაშანტაჟებს, რო გათხოვდები, შენს ქმარს ვეტყვი და შეგარცხვენო..." - თინეიჯერი გოგოს შემზარავი ისტორია

18 წლის გოგო სექსუალური ძალადობის შესახებ ფეისბუქგვერდზე "დამიცავი პატარა ვარ" წერს:

"13 წლის ვიყავი, როდესაც სექსუალურად იძალადა ჩემზე 5 წლით უფროსმა, მაშინ შეყვარებულმა…. ეს ტკივილი არასდროს დამავიწყდება… ქალწულობა სექსუალური ძალადობის შემდეგ დამაკარგვინა.

ალბათ ხვდებით, რაც გავიარე იმ პატარა ბავშვმა… ჯოჯოხეთი გავლილი მაქვს.

18 წლის ვარ და დღემდე მაშანტაჟებს: ჩემთან გქონდა პირველი ღამე და სულ ჩემი უნდა იყოო, რო გათხოვდები, შენს ქმარს ვეტყვი და შეგარცხვენო...
არადა ოჯახი ჰყავს, ცოლი, შვილები. ზოგჯერ უძლური ვარ, ძალიან მეშინია, ზოგჯერ მეც კი მიკვირს, ამდენი ძალა საიდან მაქვს, რომ გავუძლო ამ ყველაფერს, შანტაჟ-დამცირებას...

ვფიქრობ, რომ ყველფერი კარგად დამთავრდება", - წერს თინეიჯერი გოგო ფეისბუქზე ანონიმურად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა