თეგებით ძიება

ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს - ირაკლი კობახიძე

ყვე­ლა­ფე­რი არის მარ­ტი­ვი დეჟა­ვიუ, ყვე­ლაფ­რის გა­მე­ო­რე­ბა, რო­გორც ჩანს ოდი­ო­ზურ პარ­ლა­მენ­ტა­რებს გათ­ვლა აქვთ, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში კო­მი­სი­ის უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა და­ი­წე­რე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ცდი­ლო­ბენ, რომ, რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თგვა­რი ნე­გა­ტი­უ­რი ფონი ჩა­ა­ფი­ნონ, და­ა­ში­ნონ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც 25 აპ­რილს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ და მი­იჩ­ნევს, რომ მათ მიერ მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ებს ჩა­ლის ფასი აქვს.

"ეს პრო­ცე­სი არის იმ ყვე­ლაფ­რის გა­მე­ო­რე­ბა რაც 2022 წელს ხდე­ბო­და, მა­შინ იცოდ­ნენ კონ­კრე­ტულ­მა ძა­ლებ­მა, მათ შო­რის ოდი­ო­ზურ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა, რომ 2022 წლის ივ­ნის­ში ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუს ვერ მი­ი­ღებ­და და ამის­თვის ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნე­გა­ტი­ურ ფონს ქმნიდ­ნენ. აში­ნებ­დნენ და აშან­ტა­ჟებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით 3 რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღეს, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო, მათ შო­რის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტა­ზე და იქაც სა­უ­ბა­რი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დას­ჯა­ზე. ეს იყო ერ­თგვა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფონი, რომ კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სის ვერ მი­ღე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცია მომ­ხდა­რი­ყო. თქვენ გახ­სოვთ, რომ ეს რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი ფა­რა­ტი­ნა ფურ­ცლე­ბად დარ­ჩა, ხალ­ხზე მუ­ქა­რამ არ გაჭ­რა და ქვე­ყა­ნამ მომ­დევ­ნო წლეს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ყვე­ლა­ფე­რი არის მარ­ტი­ვი დეჟა­ვიუ, ყვე­ლაფ­რის გა­მე­ო­რე­ბა, რო­გორც ჩანს ოდი­ო­ზურ პარ­ლა­მენ­ტა­რებს გათ­ვლა აქვთ, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში კო­მი­სი­ის უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა და­ი­წე­რე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ცდი­ლო­ბენ, რომ, რა­ღაც­ნა­ი­რად, ჩა­უ­ფი­ნონ ერ­თგვა­რი ნე­გა­ტი­უ­რი ფონი, და­ა­ში­ნონ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც მა­შინ ჰქონ­და ამ რე­ზო­ლუ­ცი­ებს „ჩა­ლის“ ფასი, ახ­ლაც „ჩა­ლის“ ფასი აქვს, უფრო მე­ტიც „ჩა­ლის“ ფა­სიც არ აქვს, „ჩა­ლა­ძის“ ფასი აქვს ამ რე­ზო­ლუ­ცი­ას, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლის­თვი­საც სი­მარ­თლეა მთა­ვა­რი”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა