თეგებით ძიება

"სახელმწიფო იძულებული ხდება გავრცელების შესაჩერებლად დააწესოს რეგულაციები" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

“ვინც ჩემი მოწოდებით გაღიზიანებულხართ აცრასთან დაკავშირებით და თვლით რომ ვმორალისტობ, არჩევანის თავისუფლებაა და სხვას თუ უნდა აიცრება, თუ უნდა – არა, მათთვის ვწერ.

სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციაა, პანდემიაა, ხალხი იღუპება და ჩვენ შეზღუდვებითა და რეგულაციებით გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ან ყველა ერთიანი ძალებით ვამარცხებთ ვირუსს, ვიცრებით ან ვინც სხვადასხვა მიზეზით არ იცრება, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, მუტაციას და შემდეგ დაუსრულებლად გვიწევს იგივე შიშში ცხოვრება.

სახელმწიფო იძულებული ხდება გავრცელების შესაჩერებლად დააწესოს რეგულაციები, ჩაკეტოს საზღვარი (ან ღია დატოვოს, მაგრამ მწვავე სიტუაციის, აცრილთა დაბალი პროცენტულობის გამო ტურისტები აღარ შემოვიდნენ), რაც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და ჩვენ, ვისაც გვინდა ნორმალურ ყოფაში დაბრუნება, ვინც ვიცრებით, გვიზღუდავს სოციალურის გარდა, უკვე ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

ამიტომ ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ავიცრათ, საზოგადოების ერთიანი კეთილდღეობისთვის.

გარჩევა ისწავლეთ ამ სიტუაციაში, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და მოწოდება და მერე მომწერეთ.

არავის გახტებით პირადად, რატომ არ იკეთებთ ვაქცინას-მეთქი და მე თუ ჩემს გვერდზე მოვუწოდებ ხალხს, რომ აი თურმე ცუდი არ ყოფილა ვაქცინა, ამით არავის უფლებას ვარღვევ.

ჯანმრთელობას გისურვებთ

პს: დარეგისტრირდით ფაიზერზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია!” – წერს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა