თეგებით ძიება
26. 07. 2021 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია კარიერას მილანში გააგრძელებს

როგორც რუსული მედია იტყობინება, ხვიჩა კვარაცხელია მილანს შეუთანხმდა. წყაროდ ავტორიტეტული რუსული მედიასაშუალებები metaratings.ru-ს ასახელებენ, ხოლო თავის მხრივ ეს ვებგვერდი ინფორმაციას ექსკლუზიურს უწოდებს. დამატებითი ინფორმაცია, კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და პირადი კონტრაქტის პირობებზე რუსებს დასახელებული არ აქვთ.

მათივე თქმით, ტრანსფერში გადამწყვეტი როლი კახა კალაძემ, მილანის ყოფილმა მცველმა და თბილისის მოქმედმა მერმა შეასრულა.

ტრანსფერს ეხმაურება ავტორიტეტული იტალიური გამოცემაც. football-italia-ს ინფორმაციით, მილანმა ტრანსფერი უკვე დახურა. წყაროდ იტალიელებსაც რუსული მედია მოჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ როსონერის სახელი კვარაცხელიას მსურველ კლუბებს შორის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუდმივად ფიგურირებდა და პაოლო მალდინისა და კლუბის სხვა ფუნქციონერებს, სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე, ხვიჩას შესახებ კითხვებს, ქართველი ქომაგები მუდმივად უსვამდნენ. რაც შეეხება პასუხს - ცხადია, მილანის ფუნქციონერები ამ კითხვებს თავს დიპლომატიურად არიდებდნენ და დელიკატურად პასუხობდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა