თეგებით ძიება

მელია წულუკიანზე - 90-იანებში საძმოს ყავდა ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო

90-იანებში საძმოს ყავდა ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია კულტურის მინისტრის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას.

ქალბატონი წულუკიანი მახსენებს, ქალბატონებს, რომლებიც 90-იან წლებში ძალიან მძიმე როლს ასრულებდნენ ხოლმე საძმოების ფარგლებში. 90-იანი წლები ძალიან მძიმე იყო - იყო სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა საძმოები, თითო საძმოს ყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში საფუძველი იყო დაჯგუფებებს შორის შეტაკებისა. ამ შეგრძნებებს მიღვივებს ეს ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ეთერში უბრალოდ ძალადობს. რა მნიშვნელობა აქვს... აუცილებელია, რომ რომელიღაცა ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარი იჯდეს ადამიანი და ისე სჩადიოდეს დანაშაულს?! სენაკის თეატრში სავარძელში იჯდები და ისე ჩაიდენ დანაშაულს, რაც ვიხილეთ, თუ უბრალოდ სადღაცას ლოტკინზე, ღამე ჩადიხარ დანაშაულს რა მნიშვნელობა აქვს?! კულტურის მინისტრმა თქვა, რომ რადგან ჩვენ ქვეყანაში უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი, შეგვიძლია ვიძალადოთ" - განაცხადა მელიამ "პოლიტიკის ფორმულაში".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა