უმუშევრობის დონე დედაქალაქში
PMCG-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის თანახმად საქართველოში უმუშევრობის დონე ქალაქში უფრო მაღალია ვიდრე სოფლებში.2017-2019 წლებში, უმუშევრობის დონე სოფლებში 5.5% შედგენდა ხოლო ქალაქში - 19.8%.
მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უმუშევრობის დონის სხვაობა, მიზეზი ,კი გახლავთ სოფლის მეურნეობაში ჩართული იმ ადამიანების სტატუსის შეცვლა, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი კომერციულ საქმიანობაზე.
2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობა 40%-ს შეადგენს, ხოლო 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და 67%-ს წარმოადგენს.
ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიანი უმუშევრობის ზრდა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას უკავშირდება.